ანონსი
მოდი და მოვითხოვოთ! - ქუთაისში 1 მაისს აქცია გაიმართება
FaceBook
1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება.

აქცია, 14 სთ-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ლ. მესხიშვილის თეატრთან არის დაგეგმილი.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ანაზღაურება, ჩაგვრა, უმუშევრობა და სიღატაკე მთავარი პრობლემებია.
აქციაზე უკმაყოფილებას და მოვითხოვნებს გააჟღერებენ: უმუშევარს - დასაქმება; დასაქმებულს - ღირსეული შრომის პირობები! ; დაჩქარდეს შრომის ინსპექციის შექმნა!; შეწყდეს ადამიანების გამოსახლება ბანკების ყაჩაღური კრედიტების გამო! ; პროგრესული გადასახადი (მდიდრებმა გადაიხადონ მეტი)!; კვების დეფიციტის გამო ბავშვთა სიკვდილიანობის აღმოფხვრა!

აქციის ორგანიზატორები არიან სახელოსნო პრაქსისი და ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტები.

"დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი ჩაგვრის მსხვერპლია - ბევრი მათგანი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში შრომობს, ბევრის შრომის ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ოჯახის გამოსაკვებად არ ყოფნის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქცეულია "მშრომელ ღარიბად", იძულებულია, დათანხმდეს შრომის მონურ პირობებსაც კი, რადგან უკეთესის მოთხოვნა შეიძლება, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. თავისუფალ ბაზარს მინდობილი მოქალაქის მოწყვლადობით სარგებლობს კერძო კაპიტალი და შედეგად ვიღებთ დაბალანაზღაურებად მუშახელად ქცეულ საზოგადოებას, მინიმალური გარანტიების გარეშე და ხვალინდელი დღის შიშით. საგანგაშოა იმათი მდგომარეობა, ვისაც "იპოთეკით დაზარალებულებად" მოიხსენიებენ - ათასობით ოჯახი გამოსახლების საფრთხის წინაშეა. სიღატაკის ყველაზე შემზარავი შედეგი ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი იღუპება კვების დეფიციტის გამო.

სტუდენტს, რომელიც დამლაგებლად ან მიმტანად მუშაობით ირჩენს თავს
კაცს, რომელიც ასფალტს აგებს და ცდილობს წამლის ფული იშოვოს
მეშახტეს, რომელიც სიცოცხლის ფასად შოულობს ოჯახის გამოსაკვებ ფულს
ქალს, რომელსაც მამაკაცზე ბევრად ნაკლებს უხდიან რომელიმე ბანკში
ბანკებისგან დავალებულ ადამიანთა არმიას, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ...

სოლიდარობის გარდა სხვა გზა არ აქვთ!"

1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო
მეფარიშვილი პრესკლუბ
17:30 / 25.10.2020

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო მეფარიშვილი პრესკლუბ "მედიარუმში" გამართავს ბრიფინგს.

პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები
გრძელდება. 
17:20 / 30.07.2020
პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები გრძელდება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.