ანონსი
"ცისფერყანწელთა" ორდენის 100 წლის იუბილე ქუთაისში ღონისძიებების ციკლით აღინიშნება
FaceBook
"ცისფერყანწელთა" საიუბილეო წლისთვის ქუთაისი მერიამ ღონისძიებების ციკლი დაგეგმა.
პოეტური ორდენის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა.

ღონისძიებები მესხიშვილის თეატრში გაიმართება, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად "ცისფერყანწელების" შთამომავლებიც იქნებიან მოწვეული.

წარმოდგენილი იქნება სამი დოკუმენტური ფილმი საერთო სახელწოდებით "ცისფერყანწელების ქალაქი".

როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი ფილმი ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში "ცისფერყანწელების" როლს ასახავს.

მეორე ფილმში ნაჩვენებია პაოლო იაშვილის, როგორც "ცისფერყანწელთა" იდეის სულისჩამდგმელის, ბიოგრაფია, მისი ურთიერთობა დანარჩენ ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბების შესახებ.

მესამე ფილმი ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიას, გალაკტიონ ტაბიძესთან პოეტის მეგობრობას და "ცისფერყანწელთა ორდენის" დასასრულს შეეხება.

სამივე ფილმი "ქედი სტუდიომ" გადაიღო.

"ცისფერყანწელთა" იუბილის აღნიშვნის პროცესში ჩართული იქნებიან საჯარო სკოლებიც, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

პოეტური ორდენის საიუბილეო დასკვნითი საღამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შედგება.

ღონისძიებაზე "ცისფერყანწელთა" ფონდის თავმჯდომარის, ნინო ჩხიკვიშვილის მიერ შედგენილი წიგნის "ცისფერყანწელთა საძმოს" პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ბულბულის ნისკარტი", რომელიც პაოლოსა და ტიციანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მოტივებზეა შექმნილი.

მანამდე კი გაიხსნება პაოლო იაშილისა და კოლაუ ნადირაძის მემორიალური დაფები.

ღონისძიებათა ციკლს ორგანიზებასა და ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტი, რუბრიკის
14:06 / 17.01.2020

ქუთაისიპოსტი, რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში აწყობს სადისკუსიო შეხვედრა/მრგვალ მაგიდას ჭიათურის მუნიციპალიტეტში.


ქუთაისიპოსტი, რუბრიკის “ხალხი
და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში აწყობს სადისკუსიო
შეხვედრა/მრგვალ მაგიდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
12:07 / 28.11.2019

ქუთაისიპოსტი, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში აწყობს სადისკუსიო შეხვედრა/მრგვალ მაგიდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.