ანონსი
ქუთაისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა
FaceBook
ზელენსკის მიერ, საქართველოში უკრაინის ელჩის ქვეყნიდან გაწვევის საპასუხოდ, აქცია დაიგეგმა ქუთაისში.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს დღის წესრიგს არსებული ხელისუფლება ქმნის, სოლიდარობის გამოხატვას აზრი ეკარგება. ამიტომ, მათი თქმით, დღეს მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია ჩატარდება.

აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. 

"აბსულიტურად შეიცვალა სიტუაცია დღევანდელი ამბით. დღეს არ ვგეგმავდით აქციას, მაგრამ ამორალური საქციელისთვის გამოიწვიეს საქართველოს ელჩი უკრაინიდან , საბოლოდ გაეცა პასუხი ჩვენი ხელისუფლების უსინდისობას. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით მოედანზე. არანაირ სოლიდარობას არ აქვს აზრი, სანამ ხელისუფლება მართავს დღის წესრიგს'',- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან კონსულტაციის მიზნით გაიწვია.

ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების გამო მიიღო. იგორ დოლგოვთან ერთად, უკრაინის კიდევ ერთი ელჩი გაწვეულია ყირგიზეთიდან. 

უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ისევე  როგორც საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში  რამდენიმე დღეა  უკრაინის მხარდამჭერი აქციები
მიმდინარეობს.
15:05 / 28.02.2022
ქუთაისში, ისევე  როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში  რამდენიმე დღეა  უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.
27 დეკემბერს, 10:30 საათზე პრესკლუბ
18:30 / 26.12.2021
27 დეკემბერს, 10:30 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია გამართავს ბრიფინგს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.