ახალი ამბები
ქუთაისის მერი ამერიკაში იმყოფება
FaceBook
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილესთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გიორგი ჭიღვარიასა და იუზა უგულავას ვიზიტი მსოფლიო ფინანსთა ასოციაციის კონფერენციას უკავშირდება, რომელიც ამერიკაში იმართება. 

მერიაში განმარტავენ, რომ ვიზიტი ოფიციალური ხასიათისაა და მერმა და მისმა მოადგილემ მოწვევა კონფერენციაზე დასასწრებად ფინანსთა ასოციაციიდან მიიღეს.  

კონფერენციაში საქართველოს ფინანსთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

ამერიკაში ვიზიტი 20 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება. მერიაში განმარტავენ, რომ ვიზიტთან დაკავშირებულ თანხებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უწყვეტი პროტესტის 71-ე დღეს, ჭიათურაში მასშტაბური აქცია
მიმდინარეობს.
15:40 / 09.05.2025
უწყვეტი პროტესტის 71-ე დღეს, ჭიათურაში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს
არჩევნების მოგებას
12:55 / 09.05.2025
„ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.