ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს ბინის ქირას დეკემბრიდან დაუფინანსებენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უფასო საცხოვრებელი ფართით მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაკმაყოფილდებიან.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში  განმარტავენ, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სურვილი 30-მდე სტუდენტმა გამოთქვა. ახლა კი განაცხადების განხილვის ეტაპი მიმდინარეობს.

"სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს, რომელი სტუდენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ამის მიხედვით სტუდნეტები საცხოვრებელში დაიწყებენ ცხოვრებას, ხოლო ხარჯებს სრულად დაფარას წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა" - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 20-მდე სტუდენტს დააკმაყოფილებენ, რომლებიც ახალგაზრდობის #98 -ში მდებარე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში 2018 წლის ნოემბრამდე იცხოვრებენ.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საცხოვრებლის ბინის ქირის დაკამყოფილების პროექტს სტუდენტური თვითმართველობა უკვე მეორე წელია ახორციელებს. საცხოვრებელი ბინის გადასახადი მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ, რომლებიც რეგიონიდან არიან, ასევე, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სემესტრული ქულა 70-ს აღმატება.

წინა წელს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასური 12 სტუდენტს დაუფინანსეს, რომლიც გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, სასწავლებლის ბიუჯეტიდან 10 000 ლარით დაფინანსდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზია
18:10 / 02.06.2020
ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზია "კოტონში" 11 თვის მცირეწლოვნისთვის დედას პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.
ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელში
არსებული სავაჭრო ცენტრი
16:06 / 02.06.2020
ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ცენტრი "გვირაბი 95" ორ დღეში, 4 ივნისს უნდა გაიხსნას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.