რეგიონი
სოფელი იმერეთში, რომელიც საახალწლოდ ბავშვებმა მორთეს (ფოტო)
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
ხარაგაულის სოფელ ლაშეში 17 ბავშვი ცხოვრობს. თითოეული მათგანი, ისევე, როგორც სხვა ბავშვები, ახალ წელს განსაკუთრებით ელოდებოდა. 

"ვლაპარაკობდით და ვნატრობდით უფრო ხალისიან ახალ წელს," –  ჰყვება 14 წლის დიანა ლომსაძე, რომელმაც თანატოლებთან ერთად გადაწყვიტა, განწყობაც თავად შეექმნათ და სოფელიც თავადვე გაელამაზებინათ.

მოზარდებმა იდეა უფროსებს გაანდეს და ისინიც ხალისით შეუერთდნენ.

სოფლის გალამაზებისთვის ხუთ დღიანი შრომა და ცოტა ფული დასჭირდათ. შედეგად დიდმა და პატარა ლაშელებმა სოფლის ცენტრი საახალწლოდ ერთობლივად მორთეს. 

"ჩვენ თვითონაც  გავხდით ბავშვები. ყველა გაერთიანდა, მოხუციც ახალგაზრდაც," – ამბობს ადგილობრივი ნიკა მანჯავიძე, რომელიც დიდი ხანი არ არის დედაქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა.





ლაშეში საახალწლო სამზადისს სოფლიდან დედაქალაქში წასული ადგილობრივებიც შეუერთდნენ. აკრებილი თანხით იყიდეს სათამაშოები, განათებები.

ზოგი დეკორაციად აქციეს, ზოგიც ხეს შემოხვიეს და ლაშეც განათდა.







ადგილობრივებმა ლაშეში საახალწლოდ სოფლის ერთობლივად გალამაზების ტრადიცია დაამკვიდრეს და განაცხადეს, რომ კიდევ უფრო ორგანიზებულად დახვდებიან მომდევნო ახალ წელს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენებმა, სოფლის გალამაზებისთვის ლაშეში მცხოვრებ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები






11 იანვარს, ვანში, რესტორან
11 იანვარს, ვანში, რესტორან "მასპინძელოში" მომხდარ ინციდენტზე ვანელებს საუბარი უჭირთ.
17:40 / 12.01.2019






ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ძველში საცხოვრებელი სახლი
დაიწვა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ძველში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
14:45 / 26.09.2018






სოფელ მექვენას მკვიდრი, მაკა სულაძე, მის ეზოში ფრანგი
სპეციალისტების მიერ გამოყვანილ ვაზს საკუთარი შვილებივით უვლის.
სოფელ მექვენას მკვიდრი, მაკა სულაძე, მის ეზოში ფრანგი სპეციალისტების მიერ გამოყვანილ ვაზს საკუთარი შვილებივით უვლის.
10:17 / 14.08.2018






ტყიბულის მინდელის შახტის ეზო მეშახტებით ნელ-ნელა ივსება. ზოგი
პატარა, ყვითელ ვაგონებში ზის, ზოგიერთები ეზოში დგანან. ხუმრობენ,
ერთმანეთს სიყვრულით  და  პატივისცემით  უყვებიან
სახალისო ამბებს.
ტყიბულის მინდელის შახტის ეზო მეშახტებით ნელ-ნელა ივსება. ზოგი პატარა, ყვითელ ვაგონებში ზის, ზოგიერთები ეზოში დგანან. ხუმრობენ, ერთმანეთს სიყვრულით  და  პატივისცემით  უყვებიან სახალისო ამბებს.
10:00 / 16.06.2018






ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების
ახალი სისტემა დაინერგა.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.