ახალი ამბები
ევაკუაცია საჯარო სკოლებში - ბავშვები სამაშველო სამსახურს გამოჰყავს
FaceBook
ძლიერი წვიმის გამო ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა და ბავშვების ევაკუაცია გამოცხადდა. მოსწავლეები კი სამაშველო  ბრიგადას გამოჰყავს. 

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის თქმით, პრობლემები, განსაკუთრებით, ავტოქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სკოლებს #14, #24-ე, #32-ე და #35-ე სკოლას შეექმნა. აქედან, სასწავლო პროცესი #36-ე სკოლაში შეწყდა. #32-ე და #35-ე სკოლებიდან კი, ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

"დანარჩენ სკოლებში, მეტ-ნაკლებად, არიან სველი ბავშვები და სადაც ასეთი ბავშვები იყო დავალება მიეცათ სკოლებს, რომ ასეთი ბავშვები არ გაეჩერებინათ გაკვეთილებზე. ამიტომ გამოიძახეს მშობლები, რომლებმაც სახლში წაიყვანეს ბავშვები", - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ მომენტისათვის არც ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შემწყდარა და პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ამავე თემაზე:

მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა გადაკეტილია (ფოტო)

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

"ქუჩის კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის" - ქუთაისში მოსახლოება დახმარებას ითხოვს

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.