ახალი ამბები
მწერალთა სახლის შენობის ადგილას 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
FaceBook
ქუთაისში, მწერალთა სახლის დაწვარი შენობის ნაწილის ადგილას სასტუმროს განთავსება იგეგმება.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ინვესტორი, რომელიც იქ სასტუმროს ააშენებს, უკვე მოძიებულია, შენობის ნაწილი კი, აუქციონზე გასატანად არის მზად.

"მწერალთა სახლი  ამორტიზებულია, ამასთანავე არაერთხელ იყო საუბარი იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან შენობა, მოვიძიეთ ინვესტორი და ჩვენი პირობებით გაგვაქვს აუქციონზე. კერძოდ, იქ არსებული უნიკალური ბაღი უნდა შენარჩუნდეს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის კი შეიქმნას გარემონტებული ფართი, თავისი დარბაზებით, რომ იქ შეხვედრები ჩატარდეს. პარალელურად კი აშენდება სასტუმრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, შენობის ის ნაწილი, რომელიც ინვესტორმა მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის უნდა გაარემონტოს, ქუთაისის მერიას გადაეცემა. ჯამში საუბარია 350 კვმ.–ზე;  ხოლო, დარჩენილ ფართს, 2250 კვ.მ–ს კი  ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.

მწერალთა სახლის ყოფილ შენობაში 4 ვარკვლავიან სასტუმროს  m2  ააშენებს.

შენობას ცეცხლი 2016 წლის 20 ივნისს გაუჩნდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.