ახალი ამბები
ქუთაისელი "ნაციონალები" მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილის გამოყოფას ითხოვენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თევდორაძე,  ქუთაისის მერიას  მხარდამჭერებთან შესახვედრად ადგილის გამოყოფას სთხოვს. საუბარია დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე მონაკვეთზე. თევდორაძის თქმით, მან ქალაქის მერს სატელეფონო საუბარში  ამ მიზნით  სპორტის სასახლის შენობის დათმობა სთხოვა,  თუმცა, შოთა მურღულიამ  უარი უთხრა.

"სპორტის სასახლე დატვირთულ რეჟიმში ყოფილა და ამიტომაც უარი გვითხრა. შემდგომ შევცვალეთ ლოკაცია და ავირჩიეთ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერისა და პირველი სკოლის მიმდებარე ადგილი, რაზედაც გვიპასუხეს, რომ 27 სექტემბერს სასწავლო დღეა და ამიტომ სასწავლო პროცესს ხელი შეეშლებოდა. ეს ჩვენც ადეკვატურ არგუმენტად ჩავთვალეთ და უკვე შევცვალეთ თარიღი ანუ 27 სექტემბრის ნაცვლად, ვითხოვეთ 1 ოქტომბერი, რაზეც  ჯერ ოფიციალური პასუხი  არ მიგვიღია. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამაზეც უარს გვეტყვიან. რადგან, საგანგებოდ დაგეგმეს საბავშვო ღონისძიება. ამიტომაც,  გუშინ საღამოს მესამე წერილი შევიტანეთ, რომ თუკი პირველი სკოლის მიმდებარედ არ მოგვცემენ უფლებას მანიფესტაციის ჩატარებასს,  მაშინ მერიის შენობის მიმდებარედ გავმართავთ. რადგან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით მხადამჭერებთან შეხვედრაზე", - განაცხადა ბრიფინგზე თევდორაძემ.

მისცემს თუ არა ნებართვას ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობას" მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანიფესტაციის ჩასატარებალდ ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ქუთაისის მერიამ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პოლიტიკურ პარტიებს ქუთაისში ორი  ადგილი გამოუყო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.