ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენის ხელახლა მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე, სადაც ღია ტიპის სანიაღვრე გასულ წელს მოეწყო, სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებს. მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე სრულად მოხდება ძველი არხის დემონტაჟი და გაკეთდება ახალი სანიაღვრე.

სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180017028)  უკვე გამოაცხადდა.

განმეორებითი სამუშაოების საჭიროებას მერია წიან ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომებით ხნის.  კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ  ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" დახურულის ნაცვლად ღია არხი მოაწყო.
მაშინ ამ სამუშაოებისთვის 315 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ამჯერად მერია არხთან ერთად ტროტუარებსაც მოაწყობს, რისთვისაც ჯამში 1 583 020 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარებზე დეკორატიული ფილები დაიგება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება ხის ნარგავები.

სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.

ასათიანის ქუჩა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამ წელზე მეტია გადათხრილია. სანიაღვრე არხის მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

"უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და გაფლანგული 300 000 ლარი" – ნახეთ აქ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.