ახალი ამბები
ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ - ქუთაისში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა

უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს 150-მდე ელექტრონული წიგნი მიღება შეუძლია.

"ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

წიგნების ელექტრონული ვერსიების უფასოდ ჩამოტვირთვა მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა გადმოწეროს უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი 1 წამში კი პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.

"ქალაქი - ბიბლიოთეკა" ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქ. ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. პროექტი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.