ახალი ამბები
ქუთაისში 80 უსახლკარო ოჯახს სოციალურ საცხოვრისში ბინები გადასცეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებმა უსახლკაროებმა სოციალური საცხოვრისის გასაღებები მიიღეს.

მაია ციცბაია მრავალშვილიანი დედაა. მისი თქმით, ოჯახი 12 სულს შეადგენს, ამ წუთას კი შვიდნი არიან. ის აქამდე ახალგაზრდობის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას და მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს და ოჯახში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის პირიც ჰყავთ. 

"მყავს ოთხი შვილიშვილი. რძალი, სიძე ყველანი ერთად ვცხოვრობდით, ეს რომ არ გადმოგვცემოდა, ალბათ, სახლი ამ ზამთარს ვერ გაუძლებდა. საოცნებო საჩუქარია ეს ჩემთვის, არ ველოდი და დიდი მადლობელი ვარ", - ამბობს მაია ციცბაია. 

საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა. პროექტს ამბიციურსა და საჭირო უწოდებს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია. მან გასაღებების გადაცემის ცერემონიაზე ისიც გაახმოვანა, რომ სამომავლოდ ადგილზე უფასო სადილის იდეის განხორციელებაზე ფიქრობენ, რათა ბენეფიციარებს სხვაგან სიარული არ დასჭირდეთ. მან, აგრეთვე, მომდევნო ეტაპზე ბავშვებისთვის ეზოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც ისაუბრა.

"ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრ ოჯახს ჰქონდა შემოტანილი მომართვა სახლ-კარის არ არსებობაზე. თვითმმართველობამ, ფაქტობრივად სამწლიანი პროექტი განვახორციელეთ. ყველანაირი პირობა არის იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მომთაბარე ცხობრებას ეწეოდნენ", - განმარტა ქალაქის მერმა. 

ერთ და ოროთახიან ბინებში პირველ ეტაპზე 80 ოჯახი შეასახლეს, რაც დაახლოებით 350-მდე ადამიანია. შესახლების მეორე ეტაპი კი, მომდევნო წელს დაიწყება. 

შეფასების წესის საფუძველზე, არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი 57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე გაკეთდა. 

ბენეფიციარები საცხოვრისში ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით შესახლედნენ. ხუთი წლის შემდეგ კი მათი მდგომარეობა  ისევ გადაიხედება. 
ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება მოხდა.


სასადილო ოთახი


სოციალური საცოვრისის საძინებელი, სადაც ბენეფიციარებს ავეჯიც დახვდათ


სოციალური საცხოვრისის  დერეფანი


სველი წერილი სოციალურ საცხოვრისში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.