ახალი ამბები
ქუთაისში სკოლას, საიდანაც ბათქაში ჩამოცვივდა, რეაბილიტაცია უტარდება
FaceBook
ქუთაისში, N 6 საჯარო სკოლას, საიდანაც 4 თვის წინ ბათქაში ჩამოიშალა, რეაბილიტაცია უტარდება. შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორის, დიმიტრი ქარსლაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დასრულდება.

"კეთდება სკოლის ფასადი და ასევე, სპორტული დარბაზის სახურავი", - ამბობს დიმიტრი ქარსელაძე ქუთაისიპოსტთან სუაბარში.

ქუთაისის N6 საჯარო სკოლა ფასადის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს, თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით, საკითხის მოგვარება ამ დრომდე ვერ ხდებოდა.

მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი წერილი განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენჯერმე მისწერა.

უწყებამ შენობა სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში მას შემდეგ ჩასვა, რაც 4 თვის წინ შენობიდან ბათქაში ჩამოიშალა და ამ ფაქტით ქუთაისიპოსტი დაინტერესდა.

განათლების სამინისტროში  ქუთაისიპოსტს მაშინ განუცხადეს, რომ საკითხის შესასწავლად უწყების წარმომადგენლები სკოლას რამდენიმე დღეში ეწვეოდნენ.


N 6 საჯარო სკოლა რეაბილიტაციამდე

4 თვის წინ ქუთაისის N6 საჯარო სკოლაში ფასადის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე იმ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ. ამავე,  სკოლის ეზოთი სარგებლობენ ბაღის აღსაზრდელებიც და მათაც სწორედ იმ ადგილზე უწევთ გავლა, სადაც ბათქაში ჩამოცვივდა.


ამავე თემაზე:

საფთხისშემცველი განათლება - ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლაში ბათქაში ჩამოიშალა

ქუთაისში სკოლას, რომლის ფასადიდანაც ბათქაში ჩამოცვივდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მე-6 სკოლა
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.