ახალი ამბები
429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინის გასაღები გადასცეს
FaceBook
ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე დევნილებს ახალი ბინების გასაღებები გადასცეს. ის დევნილებს მინისტრმა სოზარ სუბარმა  დაურიგა. დევნილთა მინისტრმა განაცხადა, რომ  ის ბედნიერია დღევანდელი დღით, რადგან დევნილების ნაწილს 25 წლიანი ოცნება აუსრულდათ.

დევნილებს ბინების გადაცემა მიულოცა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

"თქვენ ამ ქალაქის ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები ხართ, როგორც ყველა დანარჩენი. გილოცავთ ახალმოსახლეობას", - აღნიშნა მერმა.

ახალი ბინა დევნილთა 429 ოჯახს გადაეცა.

ქუთაისში დევნილი ოჯახებს ბინები აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში დაურიგდათ.

დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბინები სამართლიანად გადანაწილდა და პრიორიტეტი იმ ოჯახებზე გაკეთდა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

თუმცა ანალოგიურად არ ფიქრობდნენ ის დევნილები, რომლებიც სამინისტროს წარმომადგენლებს ბინების შერჩევით გადაცემაში ადანაშაულებდნენ.

სწორედ ამ მიზეზით, სამინისტროს კომისიის მიერ ბინების გადანაწილების პროცესი, ქუთაისში, დევნილთა სამმართველოსთან ხმაურისა და დევნილების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.


ამავე თემაზე:


ბინებით დაკმაყოფილებული და მის გარეშე დარჩენილი დევნილების საცხოვრებელი პირობები (ვიდეო)

18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები (ფოტო)


"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.