ახალი ამბები
"მერიის ადმინისტრაციული რესურსი ჭიღვარიას მორჩილებაშია" - "ოცნების" ქუთაისის შტაბს ბრალდებებს უყენებენ
FaceBook
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საუბარია, თვითმართველობის კუთვნილენაში არსებული ტექნიკის, მაგალითად, საწვავის, ფოტოაპარატის და ავტომანქანების საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაზე.

აღნიშნულ ბრალდებებს "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლობა უყენებს.


"მოსახლეობას ხვდებიან მერიის მანქანებით, მათი საწვავით და მათი ტექნიკით, იყენებენ ფოტოაპარატებს და მერიის ადმინისტრაციული რესურსი ოცნების ჭიღვარიას სრულ მორჩილებაშია," - აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

"პრესცენტრშია მერიის კუთვნილებაში არსებული ყველა ტექნიკა და მისი განათხოვრება ან ვინმეს მიერ გამოყენება არ მომხდარა. შესაბამისად, არცერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს," - ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ეკა მამისეიშვილი.

რაც შეეხება, "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბს, განმარტავენ, რომ ოპონენტის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში (#19), საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის
განმავლობაში მუშაობდნენ.
13:46 / 10.09.2025
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში (#19), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.
18:08 / 08.09.2025
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.