ახალი ამბები
"ბავშვებს სათამაშო ადგილი წაართვეს" - ხეების მოჭრის გამო ქუთაისში მოსახლეობა ქუჩების გადაკეტვით იმუქრება
FaceBook

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილთა დასახლების წინ სკვერში ხეების მოჭრა მერიის წინ გამართული აქციით გააპორტესტეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს.


ადგილობრივი მოსახლეობა გასხვისებული სკვერის მათ საკუთრებაში დაბრუნებას, კერძო მესაკუთრისთვის კი ალტერნატიული ფართის შეთავაზება ითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეები მბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ვანდალურად მოიჭრა ხე-მცენარეები, რითაც მათ დასასვენებელი ადგილი და ბავშვებისთვის გასართობად განკუთვნილი სივრცე მოუსპეს.

"მერიის თანამშრომლების შვილები ბორჯომში ისვენებენ, ჩვენს შვილებს კი სკვერიც გაუჩანგეს. აღარ დაგვრჩა მოსასვენებელი სივრცე. ბავშვებს სათამაშო ადგილი წაართევს და ჩვენი ხელით დარგული 35 წლიანი ნაძვის ხეები უმოწყალოდ გადაჩეხეს",- ამბობს ნიკეას მეორე შესახვევის #3 ში მცხოვრები სალომე ბაკურაძე.

საპროტესტო აქციის წევრები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ და ტერიტორიაზე პოლიკლინიკის შენობის შესაძლო მოწყობის წინააღმდეგ გამოდიან.

"როგორც გავიგეთ აქ პოლიკლინიკის აშენება უნდათ, რასაც არ დავუშვებთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეაგირება არ მოხდება, ისინი საპროტესტო აქციის სხვა ფორმას მიმართავენ და ქუთაისის ქუჩების გადაკეტვას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, ტერიტორიის მესაკითრეს ხეების მოჭრაზე მათგან ნებართვა არ მიიღია.

"ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა 5 კედარის ხე. ხეების მოჭრაზე მერიიდან მესაკუთრეს ნებართვა არ მიუღია. მეტიც მას მიეცა რეკომენდაცია, მწვანე ნარგავების შენარჩუნების შესახებ. დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი არ აქვს მოწესრიგებული, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.