ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იქნება.

მისი კანდიდატურა დღეს პარტიის ოფისში წარადგინეს.

"მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს ამ ნდობისთვის. წლებია ერთად ვიბრძვით, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი. წლების განმავლობაში წარმოდგენილი ვარ თვითმმართველობაში, როგორც საკრებულოს წევრი და რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ღირსეული, მოქალაქეების სიდუხჭირე შემსუბუქდეს" - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი სამი მოწვევის საკრებულოს წევრია. ის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა. თუმცა, მიმდინარე წელს დავით გოგისვანიძე პარტია "ევროპულ საქართველოს" შეურთდა.

რაც შეეხება, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი წარდგენა 14 სექტემბრისთვის მოხდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.