ახალი ამბები
ადგილები ქუთაისში, სადაც საარჩევნო პლაკატების განთავსება დასაშვებია
FaceBook
ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც 2017 წლის თვითმმათველლობის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია.

შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, არჩვენების ოფიცილურად გამოცხადების დღეს გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, სააგიტაციო მასალების გაკვრა დასაშვებია ქუთაისის მერიის მიერ ამ მიზნისთვის განკუთვნილ სტენდებზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

1. ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;
2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის
წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე);
3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე
სკვერში;
4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის –
ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ);
5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის
ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;
6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“
ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;
7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);
8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან-
საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;
10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის
მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ადგილზე საარჩვენო სუბიექტებს უფლება აქვთ განათავსონ 4 ცალი A2 ფორმატის საარჩევნო პლაკატი.

ამასთანავე, ისინი ვალდებულნი არიან არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღეში სააგიტაციო მასალები ჩამოხსნან.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები," - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გამოცემულ დადგენილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.