ახალი ამბები
ხონის გამგებლის სამივე მოადგილე თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ხონის გამგებლის სამივე მოადგილე დაკავებულ თანამდებობებს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დატოვებენ.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილემ, ვასილ ჩხენკელმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი გამგებელთან სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოებაა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მან, ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ვერსია, რომლის თანახმადაც სამივე მოადგილის გადადგომა ხონის საკრებულოს თავმჯდომარის სამივლინებო ხარჯებს უკავშირდება.

"თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. რამდენიმე დღეში ვაპირებთ ოფიციალურად დავწეროთ განცხადება წასვლის შესახებ და შემდეგ მოგახსენებთ," - განაცხადა ვასილ ჩხენკელმა.

თავად ხონის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ კი გაგვიცხადა, რომ მას მოადგილეებთან დაპირისპირება არ აქვს.

"ჩემგან არანაირი. თათბირზე ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით," - აცხადებს ჯემალ მებუკე.

რაც შეეხება ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს, მასთან დაკავშირება ვერ მორხერხდა, რადგან ვალერი ბახტაძეს ტელეფონი გათიშული აქვს. მისი მოადგილე, კობა კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ გამგებლის მოადგილეების გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"მათი გადასაწყვეტია დატოვებენ თუ არა თანამდებობას. ვერც იმაზე გიპასუხებთ, არის თუ არა დაპირისპირება. ბევრი ჭორი დადის. თუ ვინმეს სურვილი აქვს დატოვოს და სხვაგან გადაინაცვლოს, ეს მისი სურვილია. არ გვქონია მაგაზე საუბარი და არც მსმენია," - ამბობს ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა კუბლაშვილი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.