ახალი ამბები
აღმასკომმა „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივს“ განაჩენი გამოუტანა
FaceBook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 11 აგვისტოს ჩაშლილი თამაშის შესახებ სხდომა გამართა, სადაც ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „ტორპედო“ ხვდებოდნენ.

აღმასკომმა ორივე კლუბს 20 000 ლარიანი ჯარიმა დაააკისრა, ასევე ერთ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებენ.

გარდა ამისა, აღმასკომმა კლუბებს პირობითი სასჯელი მისცა. ინციდენტის განმეორების შემთხვევაში მათ -3 ქულა დაეწერებათ აქტივში. მეოთხე წრეში კი „ტორპედო“ „ლოკომოტივის“ თამაშიც უმაყურებლოდ ჩაივლის.

თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საფეხბურთო მატჩი გუნდების გულშემატკვირების დაპირისპირება გამო, 85-ე წუთზე ჩაიშალა და 14 აგვისტოს გაგრძელდა, მხოლოდ 7 წუთს.

მატჩი შეწყვეტამდე ორჯერ შეჩერდა, პირველად მასპინძელი გუნდის დაცვამ სიტუაციის კონტროლი თავის თავზე აიღო, თუმცა თამაშის მიწურულს ადგილობრივ ფანებსა და ქუთაისელებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებიც ჩაერივნენ.

აღნიშნული თამაში „ლოკომოტივის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.


ამავე თემაზე:

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა


ბაქარ ლიკლიკაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.