ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის "ტირპედოს" აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა.

მან ამ პოსტზე ზურაბ ჩაკვეტაძე ჩაანაცვლა.

დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავას ეკუთვნის.

"საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“ ქუთაისის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, კლუბის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა",–მითითებულია კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

მამუკა მოსიაშვილი 42 წლისაა. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსად, თბილისის განვითარების ფონდში ეკონომიკური სამსახურის უფროსად, „თელასის“ ბიზნეს ცენტრ „ისანის“ უფროსად, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად, თბილისის მერიაში მთაწმინდა-სოლოლაკი- ორთაჭალის მუნიციპალიტეტის უფროსად.

ქუთაისის "ტორპედო" ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ 300 000 ლარად, აუქციონზე შეიძინა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად გაიყიდოს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რესტორან ''პალადიუმთან''
ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
17:56 / 21.09.2020
ქუთაისში, რესტორან ''პალადიუმთან'' ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი
შემთხვევა  დაფიქსირდა.
10:47 / 21.09.2020
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.