ახალი ამბები
"პარტიოტთა ალიანსის" ლიდერები და მეუფე კალისტრატე - შედგა თუ არა საიდუმლო შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის #9-ში მდებარე ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობების და მიწის ფართის შეძენა და ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს სურთ.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ღამის საათებში ტერიტორიაზე დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და ნინო ონიანი იმყოფებოდნენ. ასევე, მათთან ერთად მეუფე კალისტრატეც იყო.

ისინი ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელს, მერაბ კვიცარიძეს და ყოფილი ქარხნის ეზოში არსებული შპს "პიროვნების უფლებებისა და საკუთრების დაცვის სამმართველოს" წარმომადგენელს, მამუკა ცირეკიძეს შეხვდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ამ უკანასკნელს იმ ფართის დათმობას თხოვდნენ, რომელსაც მამუკა ცირეკიძე რამდენიმე წელია მეთვალყურეობს. მერაბ კვიცარიძე კი ნაზარიშვილის კლინიკის ლაბორატორიის შენობის მიმდებარედ კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა. 

თუმცა, მამუკა ცირეკიძე ჩვენთან საუბარში ამის შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრა არ მომხდარა. ანალოგიურად, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან შეხვდერა არ დაადასტურა მერაბ კვიცარიძემაც.

რაც შეეხება, მეუფე კალისტრატეს, იმყოფებოდა თუ არა ის შეხვედრაზე, ამის გასარკვევად, მეუფესთან დაახლოებულ, ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელს, მამა მატათას მივმართეთ, რომელმაც ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ყოფილი საგრენაჟო ქარხნის ტერიტორიაზე გამართული შეხვედრის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ონიანი კი ჩვენთან საუბარში განამარტავს, რომ ქალაქში რამდენიმე ხნის წინ გავლით იმყოფებოდა.

ნინო ონიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის სამშენებლო ბიზნესშია, ქუთაისში რაიმე სახის პროექტის განხორციელებას არ აპირებს.

"გაუგებარი ინფორმაციაა, პირველად მესმის. შეიძლება ვინმე სხვა ნინო იყო და გვარი შეეშალათ. სამშენებლო ბიზნესში ვარ, ეს დასამალი არაა, მაგრამ ჯერჯერობით, თბილისში ვმოღვაწეობ და თბილისს არ გავცდენივარ. ჩემს ბიზნესთან პარტიის ლიდერები არაფერი შუაში არიან. თუ რამეს დავაპირებ, ეს იქნება დამოუკიდებლად," - ირწმუნება ნინო ონიანი ჩვენთან საუბარში.

ის ქუთაისში სამომავლოდ რაიმე სახის სამშენებლო პროექტის განხორციელებას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე ჯერჯერობით საუბარი არაა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხმამაღალი კამათის ფონზე მიმდინარეობდა, დაპირისპირებულ მხარეებს კი მეუფე კალისტრატე სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების გამო ადგილზე საპატრულო პოლიციასაც გამოუძახეს.

იყო თუ არა შეტყობინება შესული პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

"გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული პირების შესახებ მონაცემების ირიბად იდენტიფიცირება. შესაბამისად, ვინაიდან თქვენ მიერ განცხადებაში არ არის მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია," - აღნიშნულია შსს-ს მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.