პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გაპონოვის ქუჩაზე წყლის ღვრასთან დაკავშირებით პერფომანსი გამართა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ,
რომ მილების ლაბორატიული ანალიზი ყოველდღიურად კეთდება და ისინი
სრულიად უსაფრთხოა. რაც შეეხება გაპონოვის ქუჩაზე არსებულ წყლის
ღვრას, მათივე თქმით ქუჩის გამანაწილებელი ქსელი უკვე მოწყობილია და
ხვალიდან ახალი ქსელის გადაერთებითი სამუშაოები დაიწყება.
"ახალ სისტემაში ჩართვა მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში მოხდება.
ძველი ქსელი ჩაიჭრება და ახალი ქსელი შევა ექსპლუატაციაში.
დაზიანებების აღდგენითი სამუშაოებიც ხვალიდან დაიწყება", - ამბობს
წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის
უფროსი, მიხეილ თათარაძე.
ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.




მასალის გამოყენების პირობები