ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო
FaceBook
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებულია. მიმდინარე წლის 9 ივლისს, კომიტეტმა ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდანაც ამოიღო, რომელშიც ტაძარი მისი რეაბილიტაციის შემდეგ აღმოჩნდა. მისთვის კვლავ სტატუსის მინიჭება კი აღარ მოხდა.

კომიტეტმა ნუსხაში მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი, დამოუკიდებელი სტატუსით, თუმცა, შეცვლილი საზღვრებით დააბრუნა.

"ბაგრატის საკითხი პროცედურულად 10 ივლისს გადაწყდა. წინსწრებით ჯერ გელათის ამბავი უნდა გადაწყვეტილიყო და ამის საფუძველზე გაირკვეოდა ბაგრატის ბედიც. სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარი აღდგენილი ფორმით აღარ აკმაყოფილებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტანდარტებს,  ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მხოლოდ გელათი დარჩეს. ეს თავის მხრივ არის  უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რადგან კომიტეტმა ჩვენ მოგვცა საშუალება, საზღვრების მოდიფიკაციის გზით გელათი მაინც გადაგვერჩინა",-ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, მანანა ვარძელაშვილი.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბაგრატი ამოღებულია ამ ნუსხიდან, კომიტეტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ  არ მიუთითა.

"კომიტეტზე ითქვა, რომ ბაგრატი ამოვიდეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და დაბრუნდეს იმ ფორმით, როგორც ეს მიღებული იქნა 9 ივლისის სხდომაზე. ესეც არის დიდი პატივისცემის გამოხატვა ქვეყნის მიმართ,  რადგან არ დასახელდა მძიმე განაჩენი, რომ ბაგრატი ამოვიდა ამ ნუსხიდან",-ამბობს მანანა ვარძელაშვილი.

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2010 წელს კი ორივე მათგანი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი  ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ გადაიტანა, რაც 2008 წელს ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. იმის გამო, რომ იუნესკომ  1994 წელს მსოფლიო მემკვიდრეობად ორივე ძეგლი ერთად  აღიარა, ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოების გამო,  ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის საფრთხის ქვეშ გელათის სამონასტრო კომპლექსიც აღმოჩნდა. ამის შემდეგ, 2013 წელს იუნესკოს კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია  მოეხდინა მხოლოდ გელათის მონასტრის საზღვრების მოდიფიკაცია ანუ  ხელახალი განსაზღვრა,  რათა გელათი დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით შესულიყო ნუსხაში.

იუნესკომ გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.