ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოსთვის სტუდენტებს ფული ააკრებინეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოსაშვები საღამოსთვის სტუდენტებმა 10-10 ლარი აკრიბეს.
სტუდენტების თქმით, მათ ორგანიზატორებმა 10 ლარის აკრება თხოვეს, რომელიც ფურშეტისთვის და ტორტისთვის იყო საჭირო.

"გვითხრეს, რომ უნდა დაგვედო 10 ლარი. ავკრიბეთ ბავშვებმა და ორგანიზატორს მივეცით. ამით გაკეთდა ტორტი და ალაფურშეტი უნივერსიტეტის ეზოში", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

საუბარია, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსადამთავრებულებზე, რომლებსაც გამოსაშვები საღამო 23 ივნისს ქონდათ და მანტიები არ ეყოთ.

სასწავლებელში გამოსაშვები საღამოს ორგანიზება ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყო.
სადაც დაგვიდასტურეს, რომ სტუდენტეს ფული ნამდვილად ააკერებინეს. 

"მოხდა თანხის აკრება, რითაც გაკეთდა ტორტი და ფურშეტი. ვფიქრობ, სტუდენტებს ძალიან მოეწონათ ტორტიც და ყველაფერი", - ამბობს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა შონია.

2016-2017 სასწავლო წელს ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სულ 360-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 

რა თანხა იხარჯება წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოების ორგანიზებისთვის და არის თუ არა ამ ღონისძიებების მოწყობაში სტუდენტების მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა - ამ თემაზე ქუთაისიპოსტი მუშაობს და სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



ამავე თემაზე:


წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოზე მანტიები დააკლდათ



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.