ახალი ამბები
"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
FaceBook
"არა ხეების მოჭრას", "მოგვეშველეთ გაიჩეხა ქალაქი", "ისუნთქეთ ცემენტი", "ისუნთქოს ქალაქმა"- ამ სლოგანით  ამ  წუთებში  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები მერიის შენობის  წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან  ბუხაიძის ქუჩაზე   კაფე-ბარის "ფლამინგოს"  მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ტერიტორიისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

აქციას   ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, ნატო ქათამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  ბესო ბრეგაძე და პოლიტიკური პარტია "ევროპული  საქართველოს" წარმომადგენელი,  გია თევდორაძე შეუერთდა. 

აქციის მონაწილეები დახლოებით 30 წუთის განმავლობაში ითხოვდნენ ქალაქის მერთან შეხვედრას, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შოთა მურღულია ქვეყანაში არ იმყოფება.

ამის შემდეგ, აქციაზე შეკრებილებმა ვიცე-მერთან, ნოდარ მიქიაშვილთან მოითხოვეს შეხვედრა, თუმცა, ისინი შენობაში ასვლაზე არ თანხმდებოდნენ და მერიის წარმომადგენლების მათთან ჩასვლას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც, რამდენიმე მათგანი ნოდარ მიქიაშვილთან შესახვედრად კაბინეტში ავიდა.

მიქიაშვილსა და აქციის ონაწილეებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე გრძელდება.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლოებმა აქცია 15 ივნისსაც  გამართეს. მაშინაც მოქალაქეები ნოდარ მიქიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ მიიღო. ტუმცა, შეთანხმევა ვერ შედგა.

ქუთაისის  მერიაში შეხვდრის დასრულების შემდეგ განგვიმარტეს, რომ   აქციის მონაწილეებს პასუხს, 19 ივნისს  მიიღებდნენ.


ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც დადებითი და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რესტორან ''პალადიუმთან''
ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
17:56 / 21.09.2020
ქუთაისში, რესტორან ''პალადიუმთან'' ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი
შემთხვევა  დაფიქსირდა.
10:47 / 21.09.2020
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.