ახალი ამბები
ბაგრატის ტაძრის გუმბათს, საიდანაც წყალი ჩამოდის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

ბაგრატის ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საუბარია, გუმბათზე საიდანაც წყალი ჩამოდის.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შპს "რესტავრატორები და კომპანიის" დირექტორმა, თამაზ იაქაშვილმა განუმარტა, რომელმაც 2012 წელს ტაძრის რეკონსტრუქცია განახორციელა. თუმცა, სამუშაოების დაწყების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს. ის ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის.

"დიდი ხნის საქმე რამდენიმე დღეში შეგვასრულებინეს. გუმბათში სარკმელები ჩაისვა და იმათ შორის ჟონავს წყალი, რომელიც გაკეთდება. გუმბათზე ხარაჩოა გასაკეთებელი და ეს ცოტა რთულია, თორემ მეტი საგანგაშო არაფერი არაა მანდ", - ამბობს შპს "რესტავრატორები და კომპანიის" დირექტორი, თამაზ იაქაშვილი.

მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის თუ რა დაჯდება ტაძრის შეკეთება.

2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებულ სამშენებლო ხარვეზებზე მიუთითებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც.

"აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს გუმბათის თითქმის ყველა სარკმელზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათლივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლადწარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შპს "რესტავრატორები და კომპანიამ" არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოასწოროს.

აღნიშნულ ვალდებულებას, სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს.

16 ივნისს მხარეები თბილისში კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც უფრო კონკრეტულად განისაზღვრება აღდგენითი მეთოდოლოგია.


ამავე თემაზე:

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის (ვიდეო)

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.