ქუთაისში, მერიის მიერ ერთი წლის წინ დამონტაჟებულ, ტრენაჟორებს რეაბილიტაცია სჭირდება. ამ მიზნით ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა.
ქალაქის ტერიტორიაზე 7 ობიქტზე დადგმული ტრენაჟორიდან რეკონსტრუქცია სამს, ნიკეას ქუჩაზე მე-2 შესახვევი N10-სა და N16-ს შორის მდებარე სკვერში; მოსწავლე ახალგაზრდობის პარკსა (თაბუკაშვილის ქ. N2) და ე.წ. ხარაზოვის ბაღში დამონტაჟებულ ტრენაჟორებს ჩაუტარდება.



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტრენაჟორები მოსახელობის მიერ არის
დაზიანებული და ამიტომაც მის შესაკეთებლად სახელმწიფო შესყიდვა
(SPA170008054) გამოცხადდა. მათ შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან
4 000 ლარი არის განსაზღვრული. სადაც განაცხადების მიღება 14-დან 16
ივნისამდე გაგარძელდება.
ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებზე ბზარები უკვე მეზობელ სოფელ ხორითშიც გაჩნდა.
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — დაშავდა 13 ადამიანი




მასალის გამოყენების პირობები