ახალი ამბები
ქუთაისის მერია 26 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია 10-ივე  სამსახურში 26 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსის, სპეციალისტებისა და მთავრი სპეციალისტების პოზიციებზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

ვაკანსიებზე ანაზღაურება პოზიციების მიხედვით 550 ლარიდან 1250 ლარამდე მერყეობს.

1000 ლარია გათვალისწინებული საქმისწარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის წარმოების განყოფილების უფროსის პოსტზე, ხოლო საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1250 ლარია.

გამოცახდებულ ვაკანსიებზე მსურვლელებს საკონკურსო კომისია შეარჩევს.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიები საჯარო სამსახურის ვებ.გვერდზეა განთავსებული.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ დანიშნული. მერიის მიერ  გამოცხადებულ ვაკანსიებზე  კი თანამშრომლების მუდმივ შტატზე აყვანა მოხდება. ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადის შეტანა შეუძლია არამხოლოდ მათ, ვინც ამ დრომდე მოვალეობას ასრულებდა, არამედ, ნებისმიერ მსურველს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.