ახალი ამბები
ინფორმაცია მძღოლებისთვის – რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ
FaceBook
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლებს, ჯარიმების გარდა, მართვის მოწმობაზე ქულებიც ჩამოეჭრებათ და სხვადასხვა სამართალდარღვევაზე გარკვეული ოდენობის ქულები მოაკლდებათ.

ეს კი "საგაზო უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების შედეგად გახდება შესაძლებელი, რომელსაც პარლამენტმა მიმდინარე წლის 10 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

გამკაცრებული კანონის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 100 ქულის დაკარგვის შემთხვევაში პირს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ და მის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ხელახლა მოუწევს.

მართვის მოწმობიდან ქულებს დაკარგავთ, თუკი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავთ, ან სამართავად, ასევე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირს გადაეცით საჭე, ჩამოგეჭრებათ 20 ქულა. განმეორებით ჩადენისთვის კი – 30 ქულა.

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ავტომობილის გადაცემა -30 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა, ან სხვისთვის გადაცემა რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება – 15 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან / და ქარხანა – დამამზადებლის სტანდარტებს – 15 ქულა.

იმ ავტომობილის მართვა, რომლის ქვე კატეგორიაც არ შეესაბამება მძღოლის მართვის მოწმობის კატეგორიას – 15 ქულა.

ავტომობილისთვის მინების დამუქება წესის დარღვევით 5 ქულა, განმეორებით ჩადენისთვის 10 ქულა, ყოველ მომდევნო ჩადენაზე კი 15 ქულა.

მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რომელიც გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით 15 ქულა. განმეორებით ჩადენისთვის 20 ქულა.

აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა – 10 ქულა.

სასწრაფოსთვის, ესკორტისთვის მოძრაობაში ხელის შეშლა – 15 ქულა.
თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა.

ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის, ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა სამართალ დარღვევისათვის -15 ქულა.

თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 30 ქულა.

დარღვევით (28.04.2006. N2962) 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან) 10

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.20

3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 40

პოლიციელის მხრიდან ავტომობილის გაჩერების მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა -15 ქულა. თუ ამას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 25 ქულა. 

სიჩქარის გადაჭარბებისთვის – 10 ქულა.

თუ მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისას გადაჰყავს მგზავრები -20 ქულა. თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, – 25 ქულა.
ხოლო, თუ ამ დარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა.

ზებრაზე გადასვლისას ქვეითისთვის გზის არ დათმობა, ბუქსირება, მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა.

ავტომობილებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა.

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა –10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა − 5 ქულა.

წითელზე გავლა, ან მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნის დაუცველობა, გასწრება, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 10 ქულა.

ღერძულა ხაზის გადაკვეთა –10 ქულა.
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 20 ქულა.

ავტომობილის გაჩერება წესების დარღვევით – 5 ქულა.

ბოლო ორი წესის დარღვევას თუ მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა- 20 ქულა.
ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა.

მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 10 ქულა.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა.

დადგენილ ნორმაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა 15 ქულა.

ქუთაისში ახალ კანონს და შესაძლო აკრძალვებს მოქალაქეების უმრავლესობა დადებითად აფასებს. მათი აზრით, რეგულაციები დროულია.

ნახეთ ჩვენი ვიდეოგამოკითხვა:



კანონის გამკაცრებას დადებითად აფასებენ საგზაო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"უტიფარი მძღოლებისთვის ეს სიახლე ცივი შხაპის მიღების ტოლფასი იქნება", – ასე აფასებს ახალ ინიციატივას "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე.

მისი განმარტებით, მძღოლები მოძრაობას იქ ანელებენ, სადაც კამერა არაა დამონტაჟებული. მისივე განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი ავარიების შემცირებაა.

"თუკი ყოველწლიურად 600 დაღუპვისა და 10 ათასი ადამიანის დასახიჩრების ფაქტმა შემცირება დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმამ წარმატებულად იმუშავა", – ამბობს შალვა ობგაიძე.

ასევე, აფასებს საგზაო უსაფთხოების ნორმების გამკაცრებას "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი. ის, განსაკუთრებით, უკანტაქტო პატრულირების შესახებ კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მძღოლს ექნება განცდა რომ ყველგან კონტროლდება მისი მანევრირება. ეკა ლალიაშვილის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც უკონტაქტო პატრულირება და ქულათა სისტემა მოქმედებს, ავტოავარიათა რიცხვმა, დაახლოებით, 30% იკლო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 581 დაიღუპა, 9 951 კი დაშავდა. 2015 წელთან შედარებით ავტოავარიების რიცხვი 7 %–თაა გაზრდილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.