ახალი ამბები
"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ, არასანქცირებული ორდღიანი აქციისა და თვითნებურად მგზავრობის ფასის გაზრდის გამო, ყველა სამარშუტო ხაზი დააჯარიმა.
თვითმმართველობის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, თითოეული ხაზი 100-100 ლარით დაჯარიმდა. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები, რომლის მფლობელობაშია მიკროსაავტობუსო ხაზები, მათზე ფინანსურ სანქციის დაკისრების მიზეზად მძღოლებს ასახელებენ.

"მანქანები არ გაგვიჩერებია, მაგრამ ავტობუსის მძღოლები ხელკეტებით დახვდნენ და იძულებული იყვნენ გაჩერებულიყვნენ. უნდა დამერეკა პატრულისთვის, დამეყენებია იქ და ვერავინ გაბედავდა ვერაფერს, მაგრამც მარტო ვერ შევძელი და ამიტომ ავიღე ჩემ თავზე ამ ჯარიმის გადახდა. ისედაც იმხელა გადასახადი მაქვს, კიდე ეს ჯარიმა ზედმეტი იყო. ვინც იყო ამ გაფიცვის მოთავე, ის დაეჯარიმებიათ, ამდენი ხალხი გადაგვყარა ვალებში," - ამბობს შპს "მორბენალის" დირექტორი, მედეა ცერცვაძე. კომპანია "მორბენალი" სამარშრუტო ხაზი #23ა-ს მფლობელია, რომელიც 100 ლარით დაჯარიმდა.
300 ლარის გადახდა დაეკისრა შპს "აბო ჯორჯიას", რომელსაც 3 ხაზი ეკუთვნის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ორგანიზაციამ მოსალოდნელი ფინანსური სანქციის შესახებ იცოდა და შეეცადნენ ამის შესახებ მძღოლების ინფორმირებას, თუმცა უშედეგოდ.

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა," - ამბობს შპს "აბო ჯორჯიას" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნანი ჩომახიძე.
ამ გადამზიდავი კომპანიის დაქვემდებარებაში სამი მიკროსაავტობუსო ხაზია.

შპს "სამგზავროში" კი, რომელიც ქალაქში ყველაზე მეტ მიკროსამარშრუტო ხაზს ფლობს, ამბობენ, რომ საჯარიმო სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მერიამ კომპანიის 7 ხაზი დააჯარიმა.

"შევეცადეთ ეს ხაზები არ გაფიცულიყვნენ, მაგრამ მაინც ვერ შევაჩერეთ," - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, ალეკო დვალიშვილი.

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით მას შემდეგ გაზარდეს, რაც ორდღიანი გაფიცვის მიუხედავად მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სატრანსპორტო მუშაობა მიმდინარე წლის 7 მარტს საღამოს საათებში, თუმცა გაზდილი ტარიფით აღდგა.

მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფასის გაზრდა თვითნებურად მოხდა. მერიაში იმ მძღოლის გამოსავლენად, რომელიც მგზავრობის საფასურს გაზრდილი ტარიფით მოითხოვდა, ცხელი ხაზიც კი აამოქმედეს.

ამ დროისთვის ქუთაისის მერიის მიერ 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო ხაზზეა ნებართვა გაცემული. ქალაქში მგზავრთა გადაყვანას ყოველდღიურად 160 საქალაქო მიკროავტობუსი და 70 ავტობუსი ემსახურება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში


ქუთაისის მერია მგზავრობის გაზრდილ ტარიფზე: შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმებ



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.