ახალი ამბები
"ნადირობის უფლება გვერთმევა" - მონადირეების აქცია ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, მონადირეებმა აქცია გამართეს, სადაც ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს.


აქციის მოანწილეების განცხადებით, გარემოს დაცვის და ზედამხედველობის სამინისტრომ ნადირობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დროს მათთან არ ითანამშრომლა. წარმოდგენილი დოკუმენტი კი, მათთვის მიუღებელია.

"ჩვენი მოთხოვნა არის ის რომ, მონადირეებს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა. ასევე, ჩვენ არ უნდა მოგვთხოვონ პასუხი იმაზე მტაცებელ ცხოველს მოვკლავთ თუ არამტაცებელს. ისე გამოდის რომ ჩვენ ნადირობის უფლებაც გვერთმევა. ასევე, ვაპროტესტებს იმ ჯარიმებს, რომელიც ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაგვეკისრება", - განაცხადა აქციაზე მონადირე, გიორგი მახალდიანმა.

საპროტესტო აქციაზე დასავლეთ საქრთველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულმა მონადირეებმა საინციატივო ჯგუფის შექმა დაანონსეს. მათი თქმით, ისინი იმუშავებენ კანონპროექტზე. ასევე, მომაზდებენ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც გარემოს დაცვისა და ზედამხევდელობოს სამინისტროში წარადგენენ.

" შეიქმნება საინიციატოვო ჯგუფი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მომზადებენ რეკომენდაციებს, მათ შორის იურისტებიც. ერთი რასაც ვეთანხმებით ეს არის ლიცენზიის მიღება. აუცილებელია მონადირემ იცოდეს ნადირობის წესები", - ამბობს მონადირე ავთანდილ დარახველიძე.

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მონადირეების მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს მოისმენენ და განიხილავენ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით, სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს ეძლევათ.

ახალი რეგულაციების თანახმად, მონადირეებისთვის ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში აკრძალულია. მონადირე ვალდებული ხდება შეისწავლოს ცხოველების, ფრინველების და იარაღის დასახელებები, ასევე წარმოადგინოს ნადირობისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, თუ მონადირეები არ დაიცავენ ახალ რეგულაციებს, ისინი 100-დან 2 000 ათას ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან.


 

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თბილისიდან ქუთაისში წამომსვლელ მიკროავტობუსის მგზავრთათვის
მგზავრობის ღირებულება 10-ის ნაცვლად 15 ლარია.
14:34 / 26.04.2019
თბილისიდან ქუთაისში წამომსვლელ მიკროავტობუსის მგზავრთათვის მგზავრობის ღირებულება 10-ის ნაცვლად 15 ლარია.

2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ
დოჩანაშვილი ჩამოვა.
13:47 / 26.04.2019

2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.