ახალი ამბები
ქუთაისში ქალები უმრავლესობაშია — რას აჩვენებს 2024 წლის აღწერა
FaceBook
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა.  ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მოსახლეობის საერთო სტრუქტურაში 52% (2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) — კაცი. ქალების წილი ასევე მაღალია თბილისში, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც 49%-ს შეადგენს.

აღწერის შედეგებით, მოსახლეობის 62% (2 442 231) საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 38% (1 487 350) — სასოფლო დასახლებებში. ამ მხრივ, თბილისი ლიდერობს და ქვეყნის მოსახლეობის 34% (1 331 485 ადამიანი) იქ ცხოვრობს. რეგიონებს შორის, მოსახლეობის რაოდენობით იმერეთი (510 741) და ქვემო ქართლი (441 630) გამოირჩევიან.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები,
რომლებზეც  შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი მოდის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
14:04 / 09.05.2026
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
ქუთაისის მთავარი სავიზიტო ბარათი — კოლხური შადრევანი — ისევ
დაზიანებულია.
13:51 / 08.05.2026
ქუთაისის მთავარი სავიზიტო ბარათი — კოლხური შადრევანი — ისევ დაზიანებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.