ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ფართების მისაღებად რეგისტრაცია იწყება
FaceBook

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ფართების მისაღებად, უსახლკარო პირების რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება და ის 27 მარტამდე გაგრძელდება.


სოციალურ საცხოვრისში ფართების მიღების მსურველებმა განაცხადის ფორმის შესავსებად შეუძლიათ მიმართოთ, როგორც მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

განაცხადის შევსებისას მოქალაქემ  უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი, დაბადების და რეგისტრაციის მოწმობები.
სოციალური ქულის და ასევე, ოჯახის წევრების საბუთები.

უსახლკარო პირებისთვის სოციალურ საცხოვრისში ფართის გადაცემა სხვადასხვა კრიტერიუმით მინიჭებული ქულების ჯამურ რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ეს ქულები კი თავშესაფრის მაძიებელ პირებს 6 ძირითადი პუნქტის მიხედვით მიენიჭება.

მაგალითად, მათ, ვისი სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის განსაზღვრული სარეიტინგო ქულა 57 000–ზე ნაკლებია, სპეციალური კომისია ქულების საერთო შკალაში 30 ქულას მიანიჭებს; ხოლო ის, ვისი სოციალური მდგომარეობაც შესაბამისმა სამსახურმა 100 000 ქულაზე მეტით შეაფასა, მხოლოდ 5 ქულას მიიღებს.

უსახლკაროთა სიაში დარეგისტრირება შეეძლებათ პენსიონრებს, შშმ პირებს, მარჩენალგარდაცვლილებსა და მიუსაფარ პირებს. თითოეულ მათგანს ქუთაისის მერიაში შექნილი სპეციალური კომისია კონკრეტულ ქულას მიანიჭებს. საბოლოო ქულა კი მათი დაჯამების შედეგად მიიღება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის N160 დადგენილებით მიღებული წესის მიხედვით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს დადგენილი კრიტერიუმები ვრცელდება:
პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული.

პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;
პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.

პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე.
ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 200 000 და მეტია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ უსახლკარო პირის რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც
განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდება.  

ქუთაისის მერიამ, სოციალური საცხოვრისისთვის ნიკეას ქუჩაზე მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა მოაწყო, სადაც საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.