ახალი ამბები
ფოტოკონკურსის ფარგლებში გამოცემული კალენდარი ჟურნალისტ სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა
FaceBook
ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ფოტოკონკურს "ილოს" ფარგლებში გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.

კალენდარი ჟურნალისტ სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა. მასში სოფოს ორი ფოტო შევიდა.

პრეზენტაციას სოფო ბობოხიძის დედა და ძმაც დაესწრნენ.

კალენდარი გაფორმებულია იმ ფოტოებით, რომლებიც ფოტოკონკურს "ილოზე" იყო წარმოდგენილი.

დარბაზში გამოფენილი იყო ყველა ის ფოტო, რომელიც კალენდარში შევიდა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ილოს“ კონკურსის საზღვრების გაზრდის და  საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე.

ფოტოკონკურსი "ილო" 2007 წლიდან, ყოველწლიურად იმართება ქუთაისში.

კონკურსს ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.

ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.