ახალი ამბები
სასულიერო პირს კანაფის საქმეზე სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასულიერო პირს, გიორგი ჯახუას, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა ორი ძირი მარიხუანა ამოიღეს, გირაოს სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა.
ჯახუას ადვოკატის, ვალერი თევდორაძის თქმით, პროკურატურა თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

თავად გიორგი ჯახუა  ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და არც თანხის გადახდის შესაძლებლობა აქვს.

"სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მე არ მაქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს არის უსამართლობა,– ამბობს ჯახუა.

გიორგი ჯახუას ადვოკატის, ვალერი თევდორაძის თქმით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სასულიეო პირის დაკავება გამორიცხული არ არის.

"მისი ფინანსური მდგომარეობა იძლევა საფუძვლიან  ეჭვს იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია გირაოთი გათვალისწინებული თანხის გადახდა. ასეთ შემთხვევაში კი გამორიცხული არ არის მისი დაკავება მოხდეს",–აცხადებს ვალერი თევდორაძე.

ჯახუას თანხის გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. 

გიორგი ჯახუას სახლიდან ორი ძირი კანაფი სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 19 იანვარს ამოიღეს.

სასულიერო პირი აცხადებს, რომ იგი კანაფს მკურნალობის მზინით იყენებს.

ჯახუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 265 მუხლის მე- 3 ნაწილით აღიძრა, რაც 6 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.