ახალი ამბები
გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიზე, კვების ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგება. 

მისი თქმით, "მაკდონალდსი" ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს.

"ახლა მეორედ გვიპირებენ სიამახინჯის აშენებას. მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული "მაკდონალდსის" ფილიალის შედეგად იქ მოძრაობა შეზღუდულია და ათასი უბედურება გამოიწვია", – აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე, გოგი წულაია.

წულაიასთან ერთად, მშენებლობა "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორმა, სულხან ქობულაძემაც გააპროტესტა. მისი თქმით,"მაკდონალდსი" უკანონოდ შენდება.

"მშენებლობის ნებართვაც კი არ არის ჯერ ამაზე გაცემული და უკვე შემოღობეს. დაველოდები ხელისუფლების რეაქციას და პირობას ვდებ, რომ ჩემი ხელით მოვჭრი ამ უკანონო ბოძებს", –ამბობს სულხან ქობულაძე.

"მაკდონალდის" მშენებლობაზე რომ ნებართვა არ არის გაცემული, ამას ქუთაისის მერიაში ადასტურებენ. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, კომპანიას ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვის უფლება აქვს.

"პროექტი განსახილველად შემოტანილია ჩვენთან და ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. გუშინ გადაიგზავნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში", – ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.

ქალაქის ცენტრში, საათს მიმდებარე ტერიტორიაზე "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.