ახალი ამბები
ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 10 წლისაა.
მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც წელსაც ქალაქის ცენტრში დგას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.

ასევე, 10 წლიანი ისტორია აქვს ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში განთავსებულ ვერცხლისფერ ნაძვის ხეს, რომელიც ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინეს.


ნაძვის ხე ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში

რაც შეეხება იმ ნაძვის ხეს, რომელიც ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  დგას, ის ქუთაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ 15 წლის წინ აჩუქა.




ნაძვის ხე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში


ქალაქის ხელისუფლებამ ახალი ნაძვის ხე ბოლოს 2010 წელს შეიძინა. მაშინ, ქუთაისის მერიამ 17 მეტრიანი თეთრი ნაძვის ხე სინგაპურიდან ჩამოიტანა, რომელიც მალევე ქარმა დააზიანა. თავდაპირველად, ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იდგა, ხოლო მოგვიანებით ოპერის თეატრის წინ გადაიტანეს. ქალაქის ცენტრში კი კვლავ 2007 წელს შეძენილი ნაძვის ხე დადგეს.


ქუთაისი 2011 წელს


2012 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ  კიდევ ერთი ახალი, 17 მეტრიანი ნაძვის ხის შესაძენად 100 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერი არ შედგა, რის მიზეზადაც ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეთა არარსებობა დასახელდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტენდერის შეწყვეტა მოითხოვა.

მას შემდეგ ქალაქს ახალი ნაძვის ხე არ ჰქონია.

რაც შეეხება წინასაახალწლო სამზადისისთვის დახარჯულ თანხას, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქუთაისის მერიამ ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე წელს გამოყო.

2017 წელთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლება 250 000 ლარს ხარჯავს, რაც 172 000 ლარით აღემატება წინა წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხას.

კიდევ უფრო ცოტა დაიხარჯა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად 2014 წელს. საახალწლო მორთულობასა და სხვადასხვა კულტურულ–გასართობი ღონისძიების ორგანიზებას მაშინ მხოლოდ 52 000 ლარი მოხმარდა. 2013 წელს კი ამ თანხამ 91 000 ლარი შეადგინა.

სოლიდური თანხით დაფინანსდა 2012 წლის საახალწლო ღონისძიებები. მერიამ იმ დროისთვის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოყო, ხოლო 2011 წელს საახალწლო სამზადისისთვის 70 000 ლარი დახარჯა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.