ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ფეხბურთელი მიიღო
FaceBook
ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქუთაისის "ტორპედომ" ორი ფეხბურთელი მიიღო. კლუბის სახელით "ცხინვალის" ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე და ყოფილი "ტორპედოელი" ნიკა საბანიძე ითამაშებენ.

"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, პრობლემური ფინანსური ვითარების მიუხედავად, კლუბმა ორი ფეხბურთელის დამატება შეძლო. თუმცა, იმისთვის, რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენაა საჭირო.

"წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს და თუ გვინდა, რომ გუნდმა ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მოწინააღდეგეს, კიდევ 4–5 ფეხბურთელის დამატებაა საჭირო. ამისთვის კი, აუცილებელია, კლუბში დროულად მოგვარდეს ფინანსური საკითხი და მოვიდეს ინვესტორი",–აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში კახა ჩხეტიანი.

მისი თქმით, ზაალ ჩაჩავას, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაინიშნა და ინვესტიციაც უნდა განეხორციელებია, კვლავ აქვს კლუბში დაბრუნების სურვილი.

"დიდი სურვილი აქვს, რომ გუნდში მოვიდეს და იმედი მაქვს ასეც მოხდება", – ამბობს ჩხეტიანი.

არსებული ინფორმაციით, კლუბში ინვესტიციის განხორცილება ჩაჩავასა და ქუთაისის მერიას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის გამო არ მოხდა.

კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, ჩაჩავას ინვესტიციის სანაცვლოდ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საწვრთნელი ბაზა მართვის უფლებით უნდა გადასცემოდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას უფლება მხოლოდ გუნდზე ექნებოდა. ჩაჩავამ კი ამ პირობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, მის მიერ კლუბის დატოვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერია კლუბის აუქციონზე გატანას გეგმავს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ამბობს, რომ თუ "ტორპედო" აუქციონზე გავა, მასში ზაალ ჩაჩავა, დიდი ალბათობით, მონაწილეობას მიიღებს.

კლუბში არსებული ვითარების გამო, "ტორპედო" რამდენიმე დღის წინ 11–მა ფეხბურთელმა დატოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.