ახალი ამბები
გაგვასამართლეთ - პიჯაკის საქმეზე ბრალდებულების აქცია ქუთაისში საოლქო პროკურატურასთან
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. პიჯაკის საქმეზე იყვნენ დაკავებულები გასამართლებას ითხოვენ.

"გაგვასამართლეთ" – ამ მოთხოვნით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა ნარსიამ ქუთაისში პროკურატურასთან აქცია გამართა.

"ამ დრომდე მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომლითაც მე და ჩემს ორ მეგობარს ყოფილ დეპუტატ, დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევას გვედავებიან. თავები მივიბით პროკურატურასთან, რადგან გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს, განაჩენი გამოგვიტანონ სწრაფად," - აცხადებს ნიკა ნარსია.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი 2015 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად დეპუტატის შეურაცხყოფა და მისი პიჯაკის დაზიანება ედებოდათ. ისინი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გასული წლის 25 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტით არის აღძრული.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.