ახალი ამბები
TI - ქუთაისის მერიას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ არ განუხილავს
FaceBook
არასამთვრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქუთაისის მერიას, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯაროდ განხილვისკენ მოუწოდებს.
"ქუთაისის თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დრომდე საჯაროდ არ განუხილავს. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. საკრებულო ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, რაც ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს ამ დრომდე არ განუხორციელებიათ", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დღეს  გამოქვეყნებულ ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, თუმცა, მათი თქმით, ეს საკმარისი არ არის.

"ქალაქის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტი საკრებულოში პირველი წარდგენისა და ცენტრალური ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად ცვლილებებს განიცდის, რის შესახებაც სამოქალაქო სექტორისათვის ნაკლებადაა ცნობილი. უკანასკნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის უქონლობის პირობებში კი ბუნებრივია კომპეტენტური რეკომენდაციების მომზადება შეუძლებელი ხდება.

თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის საკრებულოში წარდგენის ვადა 10 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, გაუგებარია, როდის გეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა საჯარო განხილვის გზით გააცნოს საზოგადოებას ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და მათგან წამოსული შენიშვნები ან/და რეკომენდაციები მოისმინოს და გაითვალისწინოს", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში. 

რამდენად ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს ქუთაისი მერიაში და გაითვალისწინებენ თუ არა მათ რეკომენდაციებს, ამის გასარკვევად  მერიის პრესსამსასახურს დავუკავშირდით. ქუთაისიპოსტს მხოლოდ ის განუმარტეს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ხვალ, 9 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 



Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია
დასაქმებას სთავაზობს.
15:11 / 14.06.2021
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია დასაქმებას სთავაზობს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა,
სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა
დაუბრუნდეს.
15:06 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა, სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.