ახალი ამბები
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების შემაჯამებელი ღონისძიებისთვის ქუთაისის მერიამ 6000 ლარი გამოყო
FaceBook
ქუთაისის მერია ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების მიერ წლის შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

6 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში, წინადადების მიღება მიმდინარე წლის (SPA160028836) 8 დეკემბერს იწყება და ის ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიება 200 პირისთვის განკუთვნილ საკონფერენციო დარბაზში უნდა გაიმართოს, რომელიც აღჭურვილი იქნება მობილური და დასადგამი მიკროფონით, პროექტორით, პროექტორის დაფითა და ხმის გამაძლიერებელი აპარატურით.

ასევე მითითებულია, რომ საკონფერენციო დარბაზში სკამების რაოდენობა არ უნდა ჰქმნიდეს სივიწროვესა და გადაადგილების პრობლემას.

ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარე წლის 27 დეკემბერს გაიმართება.

მისი დაწყების დროსა და სტუმრების მოწვევას ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.