ახალი ამბები
გოგი წულაია ქუთაისში ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციაზე – ვითომ ქართველები ვერ ავჩიჩქნიდით ამ მიწას
FaceBook

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაიამ ქუთაისში ასათიანი ქუჩაზე მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.



ის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, კომპანიას SMK, უხარისხოდ შესრულებული სამუშაობისთვის, პასუხი აგებინოს.

წულაიას თქმით, ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული წყლის მილი ისევ დაზიანდა და მისი შეკეთებისთვის სამუშაობი კვლავ განახლდა.

"უკვე გზის საფარი უნდა დაეგოთ. რამდენიმე დღეა ისევ დაზიანდა წყლის მილი და კვლავ ამოთხარეს მიწა. ახლა კიდევ თავიდან უნდა დაიწყონ სამუშაობი. როდემდე უნდა გაგრძელდეს უსამართლობა ამ ქალაქში. ვინმემ პასუხი ხომ უნდა აგოს. ვითომ ქართველები ვერ ავჩიჩქნიდით ამ მიწას. მოიყვანეს უცხო კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს სამუშაოებს,"- განაცხადა გოგი წულაიამ.

კომპანიაში SMK აცხადებენ, რომ დაზიანება ძველი წყლის სისტემის გაყვანილობაზე დაფიქსირდა.

"ზუსტად ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი და რა დაზიანდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო ძველი მილი, რომელიც, შეიძლება, სატვირთო მანქანის გავლის შემთხვევაშიც დაზიანდეს," - აცხადებენ თურქულ კომპანიაში.

"გაერთიანებული წაყლომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი SMK ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას რამდენიმე თვეა ახორციელებს.

სამუშაოების გაჭიანურების გამო, ერთი თვის წინ კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.