ახალი ამბები
2017 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა და პრიორიტეტები
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა.
მას ქალაქის საკრებულო  განიხილავს და  10 დღის ვადაში აღმასრულებელს დაუბრუნებს.

ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტით ბიუჯეტის მოცულობა 51 572 800 ლარია.

მთავარი პრიორიტეტი კი ინფრასტრუქტურა იქნება. ძირითად მიმართულებებს შორის მეორე ადგილზე ეკონომიკაა, შემდეგ გარემოს დაცვა და განათლება, ხოლო სოციალურ საკითხებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში ბოლო ადგილი უკავია.  

პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 48 472 800 ლარი იქნება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გამოთქვეს.

რობინზონ წინწკალაძე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელმა სოციალურ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

"რასაც გადავხედე ამ მოკლე დროში, რამდენიმე სოციალურ და სამედიცინო პროგრამაში დამაკლდა თანხები და ვფიქრობ, ცოტა უნდა გაზარდოს მერიამ ამ მიმართულებებით დაფინანსება. მე პირადად, რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე შენიშვნა უკვე ვუთხარი აღმასრულებელს და იმედი მაქვს გაითვალისწინებენ," –ამბობს რობინზონ წინწკალაძე.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად არ შეუსწავლია საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს, ამირან ძოწენიძეს. თუმცა, ის ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა თვალშისაცემია.

"ეს არ არის ცუდი, მაგრამ ბევრი ფულის დახარჯვა არ ნიშნავს ბევრი საქმის კეთებას. ასათიანის ქუჩაა ამის მარტივი მაგალითი," – აცახდებს ამირან ძოწენიძე.

საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

მომავალი წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე დამტკიცდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.