ახალი ამბები
უფასო პროფესიული პროგრამები, რომლებზეც წერეთლის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე საშემოდგომო მიღება გამოაცხადა.


10 საგნობრივ და 9 მოდულურ პროგრამაზე სტუდენტებს სწავლა უფასოდ შეეძლებათ.

საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირები სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლებიან.

მცირე ბიზნესის მწარმოებელი (წერეთლის უნივერსიტეტის ფოთის ფილიალი)
სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი
აგროლოჯისტიკის ოპერატორი
მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
ელექტრიკოსი
სავალი ნაწილების ტექნიკოსი
სამაცივრე მოწყობილობების ტექნიკოსი
ძრავის შემკეთებელი
ავტომობილის შეკეთების ელექტრიკოსი
საავტომობილო გზებისა დ აეროდრომების მშენებელ ტექნიკოსი


საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სულ 175 სტუდენტი ისწავლის.

რაც შეეხება მოდულურ პროფესიულ პროგრამებსმ აქ მსურველებს 9 სხვადასხვა პროფესიიდან, მათთვის სასურველის არჩევა შეუძლიათ.

დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი
ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
საბაჟო საქმის სპეციალისტი
სარეკლამო აგენტი
სასტუმროს საქმის სპეციალისტი
სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორი და სისტემების ადმინისტრატორი

წერეთლის უნივერსიტეტში ამ სპეციალობებზე სულ 180 სტუდენტი მიიღება.

მსურველთათავის ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. მათ რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტში, სტუდენტთა აღრიცხვის და მომსახურების განყოფილებაში, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა რესურს და საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.

წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული 355 სტუდენტის სწავლის თანხას, რომელიც თითოეული მათგანისთვის 2 250 ლარს შეადგენს, სახელმწიფო დააფინანსებს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.