ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული 355 სტუდენტი უფასოდ ისწავლის
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მოდულურ და საგნობრივ პროფესიაზე მიღება გამოცხადდა.


პროფესიული სასწავლო პროგრამები სტუდენტებისთვის უფასო იქნება და ის სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფინანსდება.

2016 წლის პროფესიული პროგრამების საშემოდგო მიღებაზე დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელსაც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე მიღებული აქვს.

წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსურველთათვის ასაკის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის.

"მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე, შეუძლიათ რეგისტრაცია ჩვენს უნივერსიტეტში გაიარონ, სწავლა კი სხვა ქალაქში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში განაგრძონ. ამ მხრივ მათ დიდი არჩევანი აქვთ,"- აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

წერეთლის უნივერსიტეტში მიმდინარე წელს პროფესიული პროგრამების საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირება 355 სტუდენტს შეუძლია.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტში, სტუდენტთა აღრიცხვის და მომსახურების განყოფილებაში, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა რესურს და საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.

დარეგისტრირებულ სტუდენტებს 2016 წლის 30 ოქტომბერს საჯარო სკოლებში ტესტირება ჩაუტარდებათ. საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებისთვის სწავლა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 8 - 26 თვე იქნება.

წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული 355 სტუდენტის სწავლის თანხას, რომელიც თითოეული მათგანისთვის 2 250 ლარს შეადგენს, სახელმწიფო დააფინანსებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.