ახალი ამბები
30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა - ელგუჯა გოცირიძეს მოსყიდვაში ადანაშაულებენ
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო ბაღის ყოფილი აღმზრდელი, დალი ხუჭუა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.
როგორც თავად განმარტავს, ის "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო, ხოლო სამსახაურიდან მისი გათავისუფლება ამავე პოლიტიკური პარტიის თერჯოლა–ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის დავალებით მოხდა.

დალი ხუჭუა ამბობს, რომ დეპუტატობის კანდიდატი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მის მიერ მიცემული დავალება არ შეასრულა.

"29 აგვისტოს დამიბარა ელგუჯა გოცირიძემ მანქანაში, სადაც 30 000 ლარი შემომთავაზა და კიდევ რაღაც ფხვნილს მაძლევდა პარკში ჩადებულს. მითხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ის "ქართული ოცნების" შტაბის იმ დროინდელი ხელმძღვანელის, ივა ჩუბინიძის მანქანაში ჩამედო. მერე რაც მოხდება შენი საქმე არ არისო. მე, რა თქმა, უნდა არ ავიღე ფული, რადგან ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ. მაშინ გოცირიძეს ვუთხარი, რომ მე პარტიას დავტოვებდი და არასოდეს ჰქონოდა მას ჩემთან შეხება. მე ამ ყველაფერს მაშინ ვერ გადავიღებდი ან ჩავიწერდი, რადგან როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ტელეფონი ჩამომართვეს," - აცხადებს ქუთაისპოსტთან საუბარში დალი ხუჭუა.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე მასზე ზეწოლა ხორციელდება, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

"რამდენჯერმე მოვიდნენ სახლში და მითხრე, რომ ამის უფლება ჰქონდათ. არ ვიცი სახლის გაჩხრეკის ორდერი ნამდვილად ჰქონდათ თუ არა. ამის გარდა, ღამის პირველ საათზე დამირეკა გოცირიძემ და დამემუქრა, ნახე რა დაგემართოსო. სწორედ, ამის მერე, სექტემბრის დასაწყისში გამათავისფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ მე თითქოსდა სამსახურს ვაცდენდი", - ამბობს დალი ხუჭუა.

ის თერჯოლის #2 საბავშვო ბაღში 2015 წლის ოქტომბრიდან სპეცპედაგოგად მუშაობს. დალი ხუჭუა სამსახურში ერთწლიანი ხელშეკრულებით იყო აყვანილი, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ეწურებოდა.

პოლიტიკური ნიშნით ხუჭუას გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფენ თერჯოლის ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. უწყების დირექტორი, მაია თორთლაძე ირწმუნება, რომ ის სამსახურიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

"არავითარი პოლიტიკა, რა შუაშია ეს. ხუჭუა გათავისუფლა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საბავშვო ბაღს რეაპუტაციას ულახავდა, აცდენდა სამუშაო დღეებს და არაკოლეგიალურად ექცეოდა თანამშროლებს. მას ბევრჯერ მიეცა გაფრთხილება, ჰქონდა გამონათებები სამსახურში, თითქოსდა, გამოსწორდებოდა, მაგრამ ისევ აურია, რაც გაუსაძლისი იყო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, როგორც დამსაქმებელმა, რომ ვადაზე ადრე გამეთავისუფლებინა", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში, მაია თორთლაძე.

რაც შეეხება, თავად თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ელგუჯა გოცირიძეს, დალი ხუჭუასთან შეხვედრის ფაქტს ქუთაისიპოსტთან საუბარში ის არ ადასტურებს.

"231 000 ლარი შევთავაზე და ნარკოტიკული ნივთიერება კი არა, ტროტოლი და ავტომატური იარაღი ჩაედო. თუ თქვენ თვლით ამ უაზრობას ვინც ამბობს, ხუჭუა არის თუ მუნჭუა არ ვიცი მე, ჩათვალეთ, რომ მეც გეუბნებით ამას სერიოზულად. რაც შეეხება, ივა ჩუბინიძეს, ის არის ჩემი მხარდამჭერი, ასე ვიცი მე. თუ ჩემზე მოიკითხავთ, ის ნათქვამი, რაც არის და რასაც მეკითხებით, თქვენ თავად მოგეჩვენებათ არასერიოზულად. უმჯობესია, იმ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადაამოწმოთ. როცა ადამიანი ჩემზე ასეთ რამეს ამბობს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ფსიქიკა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ლაბირულია", - ამბობს ელგუჯა გოცირიძე.

დალი ხუჭუა საქმის გამოძიებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.