ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ლოგოს გამოსავლენად სამი ნამუშევარი შეირჩა
FaceBook
ქუთაისის მერიაში ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად მესამედ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სამი ლოგო და ორი სლოგანი შეარჩიეს.
გამარჯვებულს დროებითი კომისია, დაახლოებით, ორ კვირაში გამოავლენს.

კონკურსზე შემოსული 33 სლოგანიდან ორი შეარჩიეს: "ქუთაისი სტუმარმასპინძლობის დედაქალაქი" და "ქუთაისი - მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი".

რაც შეეხება ლოგოს, კომისიაში სულ 58 ნამუშევარი შევიდა, რომელთაგან მხოლოდ სამი ავტორის, ირაკლი თოფურიას, ევგენი ლეფსაიას და ჯგუფი HOLMES&WATSON-ის მიერ წარმოდენილი ნამუშევრები მოიწონეს.

ისინი კომიისის წევრებმა კონკურსანტებთან ერთად წარადგინეს.

"სამივეს დადებითად ვაფასებ. საკმაოდ კარგი კონცეფცია იყო წარმოდგენილი და სამივეში დევს თავიანთი უპირატესობები. გვინდა, რომ ტურისტული ცენტრის გახსნამდე დავამტკიცოთ ლოგო და სლოგანი", - განმარტა ქალაქის მერმა, რომელიც ამავე დროს შესარჩევი კომისიის წევრიცაა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი მესამე კონკურსი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამოაცხადა, სადაც ნამუშევრების წარდგენა 19 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი.

გამარჯვებული კონკურსანტები ერთჯერად ფულად ჯილდოს: ლოგოს დიზაინისთვის - 5000 ლარს და სლოგანის ტექსტისათვის - 1000 ლარს მიიღებენ.

მერიამ პირველად აღნიშნული კონკურსი  გასული წლის ივლისში, ხოლო მეორედ ოქტომბერში გამოაცხადა, სადაც 249 ლოგო და 165 სლოგანი იყო წარმოდგენილი. 


ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.