ახალი ამბები
ქუთაისში უფასო მგზავრობის პროგრამით 33 მოსწავლე და 2 სტუდენტი სარგებლობს
FaceBook

ქუთაისში უფასო მგზავრობის პროგრამა 1 150 პირზეა გათვლილი.


თუმცა, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით ამ შეღავათით 1054 ადამიანი სარგებლობს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამგზავრო ბარათები, მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტზე ვრცელდება და ბენეფიციარების მიმართვის საფუძველზე გაიცემა.

"მიმდინარე წლის სექტემბრის თვის ჩათვლით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 1054 ბენეფიციარმა მიმართა და მათი რიცხვი, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაიზარდოს," - განმარტავენ თვითმმართველობაში.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უფასო მგზავრობის პროგრამის ბიუჯეტი წლის განმავლობაში 167 000 ლარს შეადგენს.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამგზავრო ბარათებს ის პირებიც იღებენ, ვინც ქალაქშია რეგისტრირებული და ამასთანავე, უფასო კვების პროგრამით სარგებლობენ.

საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს არ იხდიან, ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერენები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის ინვალიდები, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრები, "წითელი ჯვრის" კლუბის ხანდაზმული პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლე დედები, მკვეთრად შეზღულული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, "SOS" ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები და სტუდენტური ოჯახები.

ამ დროისთვის უფასო სამგზავრო ბარათით "SOS" ბავშვთა სოფლის 33 აღსაზრდელს და 2 სტუდენტ ცოლ-ქმარს გადაეცემა.




 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.