ახალი ამბები
ქუთაისში მრავალშვილიან დედას სახლის დატოვებისთვის პოლიცია ერთდღიან ვადას აძლევს
FaceBook

მრავალშვილიანი ნანა დეისაძე ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.


უფლებადამცველის ინფორმაციით, 5 შვილის დედას საცხოვრებელი სახლის დატოვებისთვის ერთდღიან ვადას აძლევენ.

ადვოკატის ცნობით, წინააღმდეგ შემხთხვევაში, საქმე სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის მუხლით აღიძვრება, რაც 3 წლით თავისუფების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევის N 19 ში მცხოვრებ ხუთი მცირწლოვანის დედას, ნანა დეისაძეს მევახშეებმა სახლი გაუყიდეს.

ის იწმუნება, რომ კერძო იპოთეკარმა სესხის დაბრუნების საშუალება არ მისცა და მისი კუთვნილი სახლი თაღლითურად მიითვისა.

"2008 წელს ავიღე სესხი კერძო პირისგან 4000 დოლარი, თუმცა როცა მივედი ოფისში პროცენტის გადასახდელად, ორგანიზაცია აღარ არსებობდა," - ამბობს დეისაძე

მისივე თქმით, კერძო იპოთეკარს, ნანა ქართველიშვილს, წინასწარ ჰქონდა მისი ქონების მითვისება განსაზღვრული.

"სესხი იმ მიზნით ავიღე, რომ მეუღლე გამიხდა ავად, ასეთ დროს ჩემთვის მთავარი იყო მეშოვა ფული და არ დავკვირებივარ ხელშეკრულების პირობებს, ჩემი ნდობით კი მან თაღლითურად ისარგებლა," - ამბობს ნანა დეისაძე.

დეისაძეები ამბობენ, რომ 2008 წლიდან დღემდე იპოთეკით დატვირთული სახლი მათი გაფრთხილების გარეშე მეოთხედ გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი ოფიციალურად სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენს, ოჯახი ამ დრომდე იქ ცხოვრობს.

მრავალშვილიანი დეისაძეები ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.